ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაპუაშვილი რიჟვაძეზე: მძიმე შემთხვევაა, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

პაპუაშვილი რიჟვაძეზე: მძიმე შემთხვევაა, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

რა თქმა უნდა, მძიმე შემთხვევაა. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თორნიკე რიჟვაძეს - გამოძიება მიმდინარეობს და ამ შემთხვევის ყველა დეტალი გაირკვევა, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"ყველაფერი საჯაროდ ითქვა კიდევაც ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. იცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს თავად შემთხვევასთან დაკავშირებით. ასე რომ გამოძიება ყველა დეტალს გაარკვევს.
მოხდა მძიმე შემთხვევა, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს საკითხს. შს მინისტრი თავად იყო შემთხვევის ადგილზე და გამოძიება შეეცდება დაადგინოს ყველა დეტალი" - თქვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 ივლისს რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს საგარეჯოს საავადმყოფოში. მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია — დაზიანებულია ფილტვი, თუმცა ექიმების განცხადებით, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.