ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაპუაშვილი: მიკვირს პარტიების რეაქცია, ვინმე უკრძალავს შიგნით კვოტების დაწესებას?

განიმარტა მიზეზები, მათ შორის ის, რომ დროა პარტიებმა აიღონ თავის თავზე პასუხისმგებლობა. მიკვირს პარტიების რეაქცია განსაკუთრებით, ვინმე უკრძალავს პარტიების შიგნით კვოტის დაწესებას? გუშინ ლელოს წარმომადგენელმა, ბატონმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ისინი აპირებენ სია შეადგინონ კვოტის მიხედვით. ოპოზიცია რომ აპროტესტებს ამ საკითხს, გამოვიდნენ, დაუსვით კითხვა და გასცენ პასუხი, როგორი იქნება შედგენილი მათი სია, ექნებათ რაიმე კვოტა თუ არა და როგორ აპირებენ ამის გაკეთებას. ისეთი დამოკიდებულებაა, თითქოს პარტიები თუ არ ვაიძულეთ ჩვენ, ქართულმა ოცნებამ თუ არ აიძულა ქართულმა ოცნებამ, ისინი არ აპირებენ, რომ ქალების სათანადო მონაწილეობა უზრუნველყონ საკუთარ გუნდში.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.