ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაპუაშვილი: „ლელო“ აპირებს სანქციების ომი გამოუცხადოს რუსეთს, რასაც სისხლის ღვრა და ეკონომიკური კოლაფსი მოჰყვება

„ლელოს“ ინიციატივას 1000-ლარიან პენსიაზე ოპოზიციის შიგნითაც კი დასცინიან, - აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „ლელო“, როგორც „ნაცმოძრაობის“ შემადგენელ ნაწილი, აპირებს, პირდაპირ სანქციების ომი გამოუცხადონ რუსეთს.

პაპუაშვილის თქმით, ეს კლოუნადა თავად შიგნითაც კი არასერიოზულად იქნა აღქმული.

„ლელო“ აპირებს პირდაპირ სანქციების ომი გამოუცხადონ რუსეთს. არათუ სიტყვით ნათქვამია, პარლამენტში ამასთან დაკავშირებით შემოტანილი აქვთ რეზოლუციები და კანონპროექტები, რომ სანქციების ომი გამოუცხადონ რუსეთს, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ცხელ ომს რუსეთთან. შესაბამისად, გამოიწვევს - სისხლის ღვრას, ნგრევას და ეკონომიკურ კოლაფსს.

მგონი, აქ უვე ჩვენი ჩარევაც კი არ არის საჭირო. შიგნით, ოპოზიციაშიც კი დასცინა ამ ინიციატივას. არითმეტიკისა და ეკონომიკის არასწორად გაგებაში ამხილეს. არ ვიცი, ეს კლოუნადა თავად შიგნითაც კი არასერიოზულად იქნა აღქმული და დასრულდა ამით მათი ეს დაპირება, როგორც სხვა დაპირებები. დავინახეთ, რომ იყო აბსოლუტური ფარსი“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, პარტია „ლელოს“ ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესების პირობებში, პენსიები 1000 ლარამდე გაიზრდება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.