პაპუაშვილი კომპანია „ლორგოზე“: რუსეთში მრავალმილიონიანი ვაჭრობის ფონზე, ნაცმოძრაობის დაძახილზე პეტიციას რომ მოაწერ ხელს, მერე გახვალ და სკანდირებას დაიწყებ „ორცხობილა არასდროს ერქმევა პეჩენია“, არ მგონია, ეს პატიოსანი საქციელი იყოს

პაპუაშვილი კომპანია „ლორგოზე“: რუსეთში მრავალმილიონიანი ვაჭრობის ფონზე, ნაცმოძრაობის დაძახილზე პეტიციას რომ მოაწერ ხელს, მერე გახვალ და სკანდირებას დაიწყებ „ორცხობილა არასდროს ერქმევა პეჩენია“, არ მგონია, ეს პატიოსანი საქციელი იყოს
მრავალმილიონიანი ვაჭრობის ფონზე, ნაცმოძრაობის დაძახილზე პეტიციას რომ მოაწერ ხელს, მერე გახვალ და სკანდირებას დაიწყებ „ორცხობილა არასდროს ერქმევა პეჩენია“, არ მგონია, ეს პატიოსანი საქციელი იყოს, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
როგორც ის აღნიშნავს, საკვები პროდუქტის დისტრიბუტორ კომპანია „ლორგოს“ პროდუქციის 97% რუსეთიდან შემოაქვს. 2024 წელს მან რუსეთთან 15 000 000 ლარის ივაჭრა, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ – ჯამში 50 000 000 ლარის.
„საკვები პროდუქტის დისტრიბუტორ კომპანია „ლორგოს“ პროდუქციის 97% რუსეთიდან შემოაქვს. 2024 წელს მან რუსეთთან 15 000 000 ლარის ივაჭრა, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის
შემდეგ – ჯამში 50 000 000 ლარის.
იმისთვის რომ მას მრავალმილიონიანი ვაჭრობა ჰქონოდა, ამ ქვეყნის ხელისუფლებამ, ჩვენი კრიტიკის, ლანძღვის, პრორუსობის ძახილის ხარჯზე არ დავუწესეთ რუსეთს სანქციები.
იმისთვის რომ მისი მრავალმილიონიანი ვაჭრობა კიდევ უფრო სწრაფი ყოფილიყო, ხელისუფლებამ, ჩვენი კრიტიკის, ლანძღვის, პრორუსობის ძახილის ხარჯზე არ დავკეტეთ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა რუსეთთან.
და კარგიც ვქენით, იმიტომ რომ ვმოქმედებდით ქართველი ხალხის და ქართული ბიზნესის ინტერესით და არა სხვების პოლიტიკური თუ სამხედრო დღის წესრიგით, რომელშიც ქართველი ხალხი მხოლოდ მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტია.
ღმერთმა შეარგოს ყველას პატიოსნად მიღებული შემოსავალი, მაგრამ რუსეთში მრავალმილიონიანი ვაჭრობის ფონზე, ნაცმოძრაობის ბიზნეს რეკეტიორის დაძახილზე პეტიციას რომ მოაწერ ხელს, მერე გახვალ და სკანდირებას დაიწყებ “ორცხობილა არასდროს ერქმევა პეჩენია”, არ მგონია, ეს პატიოსანი საქციელი იყოს,” – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია