პაპუაშვილი: იზრუნოს პაატა ბურჭულაძემ მიტინგიდან რაიმე ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი, ერთი ძალადობაც რომ მოხდეს, მისი პირადი პასუხისმგებლობა იქნება

“პაატა ბურჭულაძემ ხვალინდელი მიტინგის ორგანიზატორად დაიფიქსირა თავი” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან მსოფლიო ბანი გააფრთხილა, რომ იზრუნოს, რამე ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი, რადგან “ერთი ძალადობაც რომ მოხდეს, მისი პირადი პასუხისმგებლობა იქნება”. 

წინა შემთხვევებში თუკი ორგანიზატორები არ ფიქსირდებოდნენ და შემდეგ ერთმანეთისკენ ხელს იშვერდნენ, როცა ძალადობა იყო, ხან გიორგი ვაშაძე იტყოდა, რომ წრე დავარტყათ პარლამენტს და მერე ამბობდა, მე რა შუაში ვარ, მე რატომ დამიჭერთო, პაატა ბურჭულაძემ ხვალინდელი მიტინგის ორგანიზატორად დაიფიქსირა თავი, ანუ რაც კი მოხდება, რამე მოხდება, პირველი პასუხისმგებელი ის არის. რა თქმა უნდა, ყველა სხვაც, “ნაციონალური მოძრაობა”, NGO-ები, რომლებიც არიან თანაორგანიზატორები, მაგრამ იურიდიულად მან ეს უკვე გააფორმა, როგორც საკუთარი პასუხისმგებლობა. ასე, რომ იმაზე იზრუნოს, რომ მიტინგიდან რაიმე ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი, ერთი ძალადობაც რომ მოხდეს, მისი პირადი პასუხისმგებლობა იქნება ამ ყველაფერში,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ