ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაპუაშვილი: თუ ყველაფერი გამჭვირვალეა, რატომ არის ყველაფერი გაუმჭვირვალე

დღეს უცხოური დაფინანსებით, ევროპული და ამერიკული ფულით დეზინფორმაცია და ყალბი კამპანია ხორციელდება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ - ცდილობენ, რომ ეს კანონი კვლავ რუსულად დაბრენდონ. ერთადერთი ხაზი აქვთ, ეს არის ყვირილით საღი აზრის ჩახშობა. მათ შორის, ამტკიცებენ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა. თუ ყველაფერი გამჭვირვალეა, რატომ არის ყველაფერი გაუმჭვირვალე.
თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში. 3 აპრილს, ქართულმა ოცნებამ არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობასთან" დაკავშირებული რუსული კანონპროექტი ხელახლა დააინიცირა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.