არქივი25 თებერვალი 2025, 12:19
პაპუაშვილი: ზუსტად ამით არის დაკავებული სახელმწიფო და შესაბამისი სტრუქტურები, რომ უამინდობის პირობებში, [...] სტიქია გრძელდება, სტიქია რა, თოვლი არის და ამ პირობებში აკეთებენ ყველაფერს
![პაპუაშვილი: ზუსტად ამით არის დაკავებული სახელმწიფო და შესაბამისი სტრუქტურები, რომ უამინდობის პირობებში, [...] სტიქია გრძელდება, სტიქია რა, თოვლი არის და ამ პირობებში აკეთებენ ყველაფერს](/wp-content/uploads/2025/02/shalva-papuashvili_w_h-dD0cH0.jpeg)
"ზუსტად ამით არის დაკავებული სახელმწიფო და შესაბამისი სტრუქტურები, რომ უამინდობის პირობებში, [...] სტიქია გრძელდება, სტიქია რა, თოვლი არის და ამ პირობებში აკეთებენ ყველაფერს, რომ კომუნიკაციები იყოს. სახელმწიფო ყველა ზომას იღებს, რომელიც საჭიროა სტიქიის აღმოსაფხვრელად" - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
რამდენიმე დღეა დასავლეთ საქართველოში სტიქიას ებრძვიან. სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა გასულ ღამეს მოხალისეობრივი ჯგუფი შექმნეს, რომლის საშუალებითაც დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარებიან.
გუშინ სტიქიას გურიის სოფელ კონჭკათში მამაკაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი მეზობლის დასახმარებლად გადავიდა და სახლის სახურავის გადათოვლისას დაიღუპა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.