პაპუაშვილი ზურაბიშვილის მიწვევაზე: არ ვაპირებ მისვლას

პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებით, პრეზიდენტ ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მიწვევა მიიღო, თუმცა მისვლას არ აპირებს.
მისი თქმით, ადამიანი “რომელიც არღვევს კონსტიტუციას”, ასეთი ღონისძიებების ორგანიზების “მორალური უპირატესობას კარგავს”.
“არ ვაპირებ მისვლას. მე მივიღე მოწვევის წერილი, თუმცა ერთადერთი წერილი, რომელსაც მე ველოდები ქალბატონი სალომესგან, არის წერილი, სადაც ეწერება, რომ ის დღეის იქით აღარ დაარღვევს კონსტიტუციას. სანამ ასეთი წერილი და განცხადება არ იქნება, რომ ის ხელს იღებს კონსტიტუციის დარღვევისგან მომავალში, რა თქმა უნდა, ასეთი მოწვევები არის შეუსაბამო, ვინაიდან ადამიანი, რომელიც არღვევს კონსტიტუციას, კარგავს მორალურ უპირატესობას ასეთი ღონისძიებების ორგანიზების”, – თქვა პაპუაშვილმა.
მიწვევაზე უარი განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.