ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაპუაშვილი ევროპელი პოლიტიკოსების აქციაზე მისვლაზე: უცხოური გავლენების ლუსტრაცია იყო

რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტს. გუშინ სამწუხარო ფაქტი ვიხილეთ, როცა უცხო ქვეყნების პარლამენტის წევრებმა და კომიტეტის თავმჯდომარეებმა ანტისამთავრობო აქციაში მიიღეს მონაწილეობა. ეს უცხოური გავლენების ყველაზე კარგი ლუსტრაცია იყო.
გუშინ ვნახეთ, რომ უცხოელი აქტორები მათ მიერ დაფინანსებული NGO-ების მიერ ორგანიზებულ ანტისამთავრობო აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ. ამით უცხოური გავლენის ცუდი მხარის მთელი წრე შეიკრა.
თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. 14 მაისს საქართველოში ვიზიტით მყოფი ჩეხეთის, პოლონეთის, გერმანიის, ლიტვისა და ფინეთის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდნენ და იქ შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.