პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაპუაშვილი გახარიაზე: თვალის დაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი

პაპუაშვილი გახარიაზე: თვალის დაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი

თვალის დაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი... იმუნიტეტი რაიმე ღვთიური აბჯარი არ არის, ჩვეულებრივი უმრავლესობით მისი მოხსნაც შეუძლია პარლამენტს. ასე რომ, აქაც პრობლემა არ იქნება და არც იქნებოდა არასდროს თუკი პარლამენტის წევრი ჩადის დანაშაულს და პროკურატურას შესაბამისი მტკიცებულებები და შუამდგომლობა აქვს, სხვა დროსაც მოგვიხსნია იმუნიტეტი - მათ შორის, გიორგი გახარიას დაჟინებული მოთხოვნით მოვუხსენით ნიკა მელიას იმუნიტეტი. ასე რომ, იმუნიტეტი არავის არ იცავს.
როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ადამიანები და მათ ჰქონდათ თავისი მხარდაჭერა 2024 წლის არჩევნებზე, ღალატობს თავის ამომრჩეველს, „შატალოზე“ არიან რეალურად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა ისინი მანდატებს დაკარგავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.