ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაპუაშვილი „გამჭვირვალობის კანონზე“: ამ კანონზე ხელის მოწერა დიდი პატივია

„გამჭვირვალობის კანონზე“ ხელის მოწერა დიდი პატივია, - ამის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, გარკვეული ჯგუფები მოქმედებენ სხვა ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე.

„კანონი ისტორიულია იმ მხრივ, რომ ხაზს უსვამს ჩვენი ხალხის სწრაფვას სუვერენული, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ. ამ მხრივ სიმბოლურია ეს კანონი და რა თქმა უნდა, ამ კანონზე ხელის მოწერა დიდი პატივია.

მთავარი მიზანი არის ჩვენი პოლიტიკური სისტემის მედეგობის უზრუნველყოფა. ის, რასაც ჩვენ შემთხვევით გავიგებთ ხოლმე, შეიძლება ვგრძნობთ ან ჩვენი ანალიზით ვხვდებით, რომ გარკვეული ჯგუფები მოქმედებენ სხვა ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი იყოს ცხადი და გამჭვირვალე.

გვანახონ ამ ორგანიზაციებმა, ვინ აფინანსებთ მათ, რა მიზნით და რაში ხარჯავენ ამ ფულს. ჩემს ოჯახში შემოდიხარ და ამბობ, რომ გინდა რაღაც შეცვალო, მინიმუმ მითხარი, რას ცვლი“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.