ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაპუაშვილი: ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებლად ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობების

როდესაც ჩვენ შეხვედრები გვქონდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლებთან, რა თქმა უნდა, აქ ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, გვქონოდა უშუალო გაცვლა ჩვენს კოლეგებთან და არა ბრიუსელის გავლით.
სამწუხაროდ, ვხედავთ ჩვენ, რომ ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობების და მისი გავლით, მისი ფილტრით ხდება საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელებაც.
ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ის დეზინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ბრიუსელიდან ვისმენთ საქართველოსთან დაკავშირებით, ეს დეზინფორმაციაც ვრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამიტომ ორმხრივ გაცვლად აქვს მნიშვნელობა. ვფიქრობ, ძალიან შინაარსიანი შეხვედრები გვქონდა. არის სურვილი, რომ უშუალო შეხვედრებით, ჩვენი ჩასვლით დედაქალაქებში გვქონდეს პირდაპირი კონტაქტი და გაცვლა ჩვენს კოლეგებთან.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.