ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაპუაშვილი აფგან სადიგოვზე: ექსტრადიციის საკითხს წყვეტს დამოუკიდებელი სასამართლო

ექსტრადიციის საკითხს წყვეტს დამოუკიდებელი სასამართლო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს არის მართლმსაჯულების საკითხი.
„ექსტრადიციის საკითხს წყვეტს დამოუკიდებელი სასამართლო. ეს არის მართლმსაჯულების საკითხი და ამაში ჩარევა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.