არქივი15 მარტი, 2024, 09:12
პაპუაშვილი: არ ვაპირებთ, უცხოელი მეურვეები ჩავრთოთ მართლმსაჯულების სისტემის გადასაწყვეტად
ჩვენ არ ვაპირებთ, უცხოელი მეურვეები ჩავრთოთ მართლმსაჯულების სისტემის გადასაწყვეტად. ჩვენ სამწუხარო გამოცდილება გვაქვს, რამდენჯერაც ქართულ მართლმსაჯულებაში მოხდა ჩარევა, ყოველ ჯერზე ეს მოხდა უცხოეთიდან. გავიხსენოთ მელიას შეწყალება, გავიხსენოთ მელიას საკითხი და მისი გამოშვება, გავიხსენოთ გვარამიას შეწყალება. ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც ქართულ მართლმსაჯულებაში ვინმე ჩაერია, ყოველთვის ეს ჩარევა იყო უცხოეთიდან იყო. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მავნე იქნება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ჩართული დამოუკიდებელი ქვეყნის ქართული მართლმსაჯულების საკითხების გადასაწყვეტად.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.