ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაპუაშვილის შენიშვნის შემდეგ, ელისაშვილი პარლამენტში ჩოხით მივიდა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შენიშვნის შემდეგ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარლამენტში ჩოხით მივიდა.
6 თებერვალს, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებისას ალეკო ელისაშვილმა გააკრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს არ მიესალმნენ. რის გამოც ალეკო ელისაშვილმა კოლეგებს შეახსენა ქართული ხალხური ლექსის სტრიქონი: „ათასად კაცი დაფასდა, ასიათასად ზრდილობა“.
ელისაშვილის კრიტიკის პასუხად შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ქცევა „პოლიტიკური ჟესტი“ იყო, ეტიკეტის დარღვევაზე კი თავად ალეკო ელისაშვილს მიუთითა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.