ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაპუაშვილის მტკიცებით, ტროტუარზე პროტესტის შეზღუდვა "სრულ შესაბამისობაშია" კონსტიტუციასთან

პაპუაშვილის მტკიცებით, ტროტუარზე პროტესტის შეზღუდვა "სრულ შესაბამისობაშია" კონსტიტუციასთან

ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ გამკაცრებული ცვლილებები, კერძოდ, პროტესტის ტროტუარებზეც შეზღუდვა - "სრულად არის შესაბამისობაში კონსტიტუციურ და ასევე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან".
ის ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები ფეხით მოსიარულეებს "ხელს შეუშლიან - რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ექნება პოლიციას, რომ სხვა გეზი მიუთითოს [აქციის მონაწილეებს]".
"ეს ცვლილება არის სრულად შესაბამისობაში კონსტიტუციურ და ასევე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან. შესაბამისად, რაიმე წუნი სამართლებრივი ამ პროექტს არ აქვს. რაც შეეხება კანონპროექტს მთლიანად - ვრცელდება იგივე პრინციპი, რაც არის ავტოსაგზაო, მანქანების სავალ გზასთან დაკავშირებით, იგივე შეეხება მოქალაქეებისთვის შეფერხების არ შექმნას. [...] იმ შემთხვევაში, თუკი ამგვარი შეკრება ხელს უშლის, შეაფერხებს შესაძლებლობას მოქალაქეების გადაადგილებისა, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ექნება პოლიციას, რომ სხვა გეზი მიუთითოს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.