ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„პანორამა ქუთაისში“ ბინების 90% უკვე გაყიდულია - ალექსანდრე გეგეშიძე

„პანორამა ქუთაისში“ ბინების 90% უკვე გაყიდულია - ალექსანდრე გეგეშიძე

მრავალფუნქციურ კომპლექს „პანორამა ქუთაისში“ ბინების 90% უკვე გაყიდულია, - ამის შესახებ პროექტის განმახორციელებელი, სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „პანორამა ჯგუფის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე გეგეშიძე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.
მისი ინფორმაციით, „პანორამა ქუთაისში“ ფართების ძირითადი ნაწილი - დაახლოებით 80%-ი ადგილობრივებზე, 20%-ი კი უცხოელებზე მოდის.
როგორც ალექსანდრე გეგეშიძე აღნიშნავს, პროექტში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება.
კომპანია „პანორამა ჯგუფის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ამ დროისთვის მშენებლობა დასრულებულია დარჩენილია მხოლოდ მოსაპირკეთებელი სამუშაოები. დაწყებულია ლიფტის მონტაჟი და აქტიურ ფაზაშია შიდა სამუშაოები. მისივე ინფორმაციით, ბინების ექსპლუატაციაში ჩაბარების ეტაპი უკვე დასასრულს უახლოვდება.
„პანორამა ქუთაისი არის ერთ-ერთი გამორჩეული მრავალფუნქციური პროექტი ქუთაისში, რომელიც მოიცავს 14 სართულს, შიდა და გარე პარკინგს, კომერციულ და საოფისე ფართებს, მე-15 სართულზე ტერასას, საზაფხულო აუზით და ლაუნჯ ბარით.
პანორამა ქუთაისის პროექტიდან იშლება პანორამული ხედები ქუთაისზე, დიდი აივნები და ექსტერიერის დიზაინი კი გამოარჩევს პროექტს მიმზიდველობით. არქიტექტურული ნაწილი შერწყმაშია თანამედროვე ტენდეციებთან და სამშენებლო სტანდარტებთან,“-აცხადებს გეგეშიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.