ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პანამის არხის ადმინისტრაცია აშშ-ის სამთავრობო გემებისთვის არხში გადასახადის გარეშე გავლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

პანამის არხის ადმინისტრაცია აშშ-ის სამთავრობო გემებისთვის არხში გადასახადის გარეშე გავლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

პანამის არხის ადმინისტრაცია აშშ-ის სამთავრობო გემებისთვის არხში გადასახადის გარეშე გავლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი პანამის არხის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პანამის არხის ადმინისტრაცია, რომელსაც არხში გავლისთვის გადასახადების დაწესების უფლებამოსილება აქვს, იტყობინება, რომ მათში ცვლილებები არ შეუტანია“, - აცხადებს პანამის არხის ადმინისტრაცია.
პანამის არხის ადმინისტრაცია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ამერიკული სამთავრობო გემები პანამის არხში გავლას გადასახადის გადახდის გარეშე შეძლებენ.
„პანამის არხის ადმინისტრაცია მზად არის აშშ-ის სამხედრო გემების ტრანზიტთან დაკავშირებით შესაბამის ამერიკელ ოფიციალურ პირებთან დიალოგი დაამყაროს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.