არქივი27 მარტი, 2025, 14:07
პანამა აშშ-ის სანქციების გამო, 128 ხომალდს რეგისტრაციას გაუუქმებს - Bloomberg

პანამა აპირებს გააუქმოს აშშ-ს სანქციების სიაში შეტანილი 128 გემის რეგისტრაცია, განუცხადა Bloomberg-ს პანამის სავაჭრო საზღვაო სამსახურის ხელმძღვანელმა რამონ ფრანკომ.
მისივე თქმით, მინიმუმ 70 ტანკერი უკვე ამოღებულია შესაბამისი რეესტრიდან, ეს ზომები კი გამოიწვევს 2 მილიონ დოლარამდე ზარალს.
„ჩვენ 100 წლის ვართ და ჯერ კიდევ ვიზრდებით.
ნამდვილად არ ვაპირებთ ჩამორჩენას ინდუსტრიის ამჟამინდელი გამოწვევების წინაშე და რა თქმა უნდა, სანქციები ერთ-ერთი მათგანია”, - თქვა ფრანკომ.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.