ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პალიმფსესტი, რომელიც იოანე ზოსიმეს ხელნაწერებს შეიცავს, ივანიშვილმა იყიდა

Christie’s აუქციონზე გამოტანილი უძველესი ტექსტი Codex Sinaiticus Rescriptus-ი, რომელიც იოანე ზოსიმეს ხელნაწერებს შეიცავს, ბიძინა ივანიშვილმა იყიდა. ხელნაწერი ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.
აუქციონის ვებსაიტის ინფორმაციით, ტექსტი 1 250 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.
ამის შესახებ პრემიერი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
"ბიძინა ივანიშვილმა კრისტის აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უძველესი ქართული ხელნაწერი შეისყიდა, რომელიც საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა". - ავრცელებს კობახიძე.
პალიმფსესტები ეტრატზე შესრულებული ხელნაწერებია, რომელთა ფურცლებიდან პირვანდელ ტექსტს შლიდნენ და მათზე ხელახლა წერდნენ. ძველ ხელნაწერს ქვედა ტექსტს უწოდებენ, ზედა ტექსტად კი ხელახლა დაწერილი ტექსტი მოიხსენიება.
Codex Sinaiticus Rescriptus-ის ქვედა ტექსტები ახ.წ. V-VII საუკუნეებით თარიღდება და არამეულის ქრისტიანულ-პალესტინურ დიალექტზე არის შედგენილი, რომელსაც მე-5 საუკუნიდან მე-13 საუკუნემდე პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მელქიტი ქრისტიანები იყენებდნენ. ეს დიალექტი მხოლოდ რამდენიმე ხელნაწერშია შემორჩენილი.
პალიმფსესტის ზედა ტექსტი კი 979 წლით თარიღდება და იოანე ზოსიმეს მიერ ხუცურად არის შესრულებული.
აუქციონზე Codex Sinaiticus Rescriptus-ის მნიშვნელოვანი ფრაგმენტებია გამოტანილი. პალიმფსესტის სხვა მნიშვნელოვანი ნაწილი ამჟამად პეტერბურგში, რუსეთის ეროვნულ ბილბიოთეკაშია დაცული.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.