პალესტინის სახელმწიფოს აღიარება სხვა არაფერია, თუ არა ჯილდო “ჰამასისთვის“ - ისრაელის საგარეო

აღიარება სხვა არაფერია, თუ არა ჯილდო ჯიჰადისტური “ჰამასისთვის“, რომელსაც გაერთიანებულ სამეფოში აფილირებული მისი „მუსლიმური საძმო“ აძლიერებს, - ასე ეხმაურება ისრაელის საგარეო უწყება გაერთიანებული სამეფოს, კანადისა და ავსტრალიის მიერ პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურ აღიარებას.
„„ჰამასის“ ლიდერები თავად ღიად აღიარებენ: ეს აღიარება 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის პირდაპირი შედეგია, „ნაყოფია“. ნუ მისცემთ ჯიჰადისტურ იდეოლოგიას თქვენი პოლიტიკის კარნახის უფლებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ავსტრალიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.