პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებას მალტაც აპირებს

პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებას მალტაც აპირებს

პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებას მალტაც აპირებს. Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მალტის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ აბელამ უკვე მიიღო, თუმცა ოფიციალურ განცხადებას ის სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გააკეთებს.
„ჩვენი პოზიცია განასახიერებს ჩვენს ერთგულებას ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის ძალისხმევისადმი“, - განაცხადა მალტის პრემიერმა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პალესტინის სახელმწიფოს კანადაც აღიარებს. იქამდე კი საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას სექტემბერში აპირებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.