პალესტინა კიდევ ექვსმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა აღიარა

ექვსი ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთის ლიდერებმა პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნეს. ამის შესახებ ცნობილი გაეროს გენერალური ასამბლეის წინმსწრებ სამიტზე გახდა.
საფრანგეთთან ერთად, პალესტინა აღიარეს ანდორამ, ბელგიამ, ლუქსემბურგმა, მალტამ და მონაკომ.
მანამდე, ერთი დღით ადრე, პალესტინა ფორმალურად აღიარეს ავსტრალიის, კანადის, პორტუგალიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებმა.
“დღეს აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ამის დრო მოვიდა. ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა კონფლიქტის გადაჭრის ორსახელმწიფოვანი გზა უზრუნველვყოთ. დღეს, ვაცხადებ, რომ საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს ცნობს”, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა სამიტზე.
შესაბამისად, გაეროს 193 ქვეყნიდან პალესტინას 153 აღიარებს. მიუხედავად ამისა, ქვეყნებს უსაფრთხოების საბჭოს მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა პალესტინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი გახდეს, რასაც გასულ წელს ვეტო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადო.
საერთაშორისო საზოგადოების 80%-ის მიერ პალესტინის აღიარების შემდეგ, სულ უფრო მზარდია დიპლომატიური წნეხი ისრაელსა და აშშ-ზე, ღაზაში ომის დასასრულებლად, რომელსაც 65 ათასზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – გენერალურ პროკურატურაში გადაწყვეტილება არ არის მიღებული, გაუფორმდება თუ არა რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება – ასევე, ამ საკითხზე არანაირი არაფორმალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა – მათგან 17 862 აბიტურიენტი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაირიცხა