პაკისტანი და ინდოეთი შეთანხმდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 18 მაისამდე გაახანგრძლივონ – მედია

პაკისტანი და ინდოეთი შეთანხმდნენ, რომ აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 18 მაისამდე გაახანგრძლივონ. ამის შესახებ ინფორმაციას მედია პაკისტანის ვიცე-პრემიერ იშაქ დარზე დაყრდნობით ავრცელებს.
სენატში გამოსვლისას, იშაქ დარმა, რომელიც ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელს ფლობს, განაცხადა, რომ შეთანხმება 14 მაისს ორი მხარის სამხედრო ოპერაციების გენერალურ დირექტორებს შორის ცხელი ხაზის კონტაქტის დროს შედგა.
მხარეებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 10 მაისს გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში