ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაკისტანი და ავღანეთი დროებით ზავზე შეთანხმდნენ

პაკისტანი და ავღანეთი დროებით ზავზე შეთანხმდნენ

პაკისტანი და ავღანეთი ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ მას შემდეგ, რაც გუშინ, საზღვრის გასწვრივ მომხდარი საჰაერო და სახმელეთო შეტაკებების შედეგად 12-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 100 დაიჭრა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ყოფილ მოკავშირეებს შორის ბოლოდროინდელი უთანხმოება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ისლამაბადმა ავღანეთის თალიბანის მთავრობას მოსთხოვა, შეეჩერებინა მებრძოლები, რომლებიც პაკისტანზე თავდასხმებს ახორციელებდნენ.
თალიბანი უარყოფს ბრალდებას და პაკისტანის სამხედრო ძალებს ავღანეთის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში, სასაზღვრო დაძაბულობის პროვოცირებასა და ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული მებრძოლების შეფარებაში ადანაშაულებს.
პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტა 48 საათის განმავლობაში იმოქმედებს და რომ ზავი ქაბულმა მოითხოვა. ავღანეთის თალიბანის მთავრობის პრესსპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა კი განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა „პაკისტანის მხარის დაჟინებული მოთხოვნით“ ამოქმედდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.