პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაკისტანი აცხადებს, რომ ირანის საჰაერო თავდასხმას 2 ბავშვი ემსხვერპლა

პაკისტანი აცხადებს, რომ ირანმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია, რის შედეგადაც ორი ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს. მანამდე ირანის სახელმწიფო მედიამ თქვა, რომ სარაკეტო დარტყმა იყო დაჯგუფება ჯაიშ ალ ადლის ორ ბაზაზე. ირანი აცხადებს, რომ დარტყმა მიაყენა სუნიტ ბოევიკებს.
ისლამაბადმა თქვა, რომ ინციდენტს შეიძლება მოჰყვეს "სერიოზული შედეგები" და "სრულიად მიუღებელი" იყო პაკისტანის საგარეო უწყების სპიკერის მიერ ოთხშაბათს დილით ადრე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პაკისტანის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული თუ რა ტიპის საჰაერო სივრცის დარღვევა მოხდა და კონკრეტულად სად მოხდა ინციდენტი, მაგრამ აღნიშნულია, რომ საპროტესტო ნოტა გამოეცხადა თეირანს და ისლამაბადში ირანის მისიის ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
"შედეგებზე პასუხისმგებლობა პირდაპირ ირანს დაეკისრება", - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.