პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი – პაკისტანი რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ყოველთვის ისწრაფვის, საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დათმობის გარეშე

პაკისტანი და ინდოეთი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, – ამის შესახებ განცხადებას პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი, იშაქ დარი ავრცელებს.
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
„პაკისტანი რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ყოველთვის ისწრაფვის, საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დათმობის გარეშე!“, – აცხადებს პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, ინდოეთსა და პაკისტანს შორის სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა. ტრამპის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები აშშ-ის შუამავლობით წარიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო