არქივი7 მაისი, 2025, 06:21
პაკისტანის არმიის ინფორმაციით, ინდოეთის ხუთი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

პაკისტანის სამხედრო ძალების განცხადებით, მათ ინდოეთის კუთვნილი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პაკისტანის არმიის პრესსპიკერმა გამოცემას განუცხადა, რომ ჩამოგდებულია Rafale-ს ტიპის სამი თვითმფრინავი და „სუ-30“ და „მიგ-29“ ტიპის თვითმფრინავები.
სამხედრო ძალების წარმომადგენლის თქმით, ინდოეთის თვითმფრინავები მათი სამიზნე მხოლოდ პაკისტანზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გახდნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.