ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაველ ჰერჩინსკი - საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა ხელისუფლების შეფასება იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა არჩევნების დროს და მის შემდეგ - ევროკავშირის შეფასება ძალიან ნათლად არის გამოხატული კაია კალასისა და მარტა კოსის განცხადებაში

პაველ ჰერჩინსკი - საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა ხელისუფლების შეფასება იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა არჩევნების დროს და მის შემდეგ - ევროკავშირის შეფასება ძალიან ნათლად არის გამოხატული კაია კალასისა და მარტა კოსის განცხადებაში

ევროკავშირის მიერ არჩევნებისა და არჩევნების შემდგომი სიტუაციის შეფასება ძალიან ნათლად არის გამოხატული უმაღლესი წარმომადგენლის კალასისა და კომისრის, კოსის ოფიციალურ განცხადებაში. გთხოვთ, იხილოთ კვირას გამოქვეყნებული განცხადება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უწყებაში საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა ხელისუფლების შეფასება იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა თვითმმართველობის არჩევნების დროს და მის შემდეგ.
„მიმიწვიეს, ჩემს კოლეგა ელჩებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა ხელისუფლების შეფასება იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა არჩევნების დროს და მის შემდეგ. ევროკავშირის მიერ არჩევნებისა და არჩევნების შემდგომი სიტუაციის შეფასება ძალიან ნათლად არის გამოხატული უმაღლესი წარმომადგენლის კალასისა და კომისრის, კოსის ოფიციალურ განცხადებაში. გთხოვთ, იხილოთ კვირას გამოქვეყნებული განცხადება. ჩემი მხრიდან, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა ელჩმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.