პაველ ჰერჩინსკი – როდესაც საქმე გაფართოების გზას ეხება, უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე გაცილებით წინ არიან – საქართველო ევროკავშირისგან იმაზე შორს არის, ვიდრე 2023 წელს იყო

როდესაც საქმე გაფართოების გზას ეხება, უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე გაცილებით წინ არიან ,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„როდესაც საქმე გაფართოების გზას ეხება, უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე გაცილებით წინ არიან. უკრაინის შემთხვევაში ეს სასტიკი აგრესიული ომის მიუხედავად ხდება. უკრაინელი ხალხი რუსეთის აგრესიას უპირისპირდება და ასევე, ძალიან რთულ და გამოწვევებით სავსე რეფორმებს გადის“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, „მოლდოვა რუსეთის ჰიბრიდული ომის გამო ზეწოლას განიცდის“.
„მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ მოლდოველებმა საპარლამენტო არჩევნებში პროევროპულ კურსს მხარი დაუჭირეს. ორივე, უკრაინაც და მოლდოვაც გზაზე დგანან, რომ ევროკავშირის წევრები მალე გახდნენ. სამწუხაროდ, საქართველოს შემთხვევაში საპირისპირო რამეს ვხედავთ. კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან ორი წლის შემდეგ საქართველო ევროკავშირისგან იმაზე შორს არის, ვიდრე 2023 წელს იყო“, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა