ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაველ ჰერჩინსკი - მივესალმე იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტმა გადაწყვიტა სახაროვის ყოველწლიური პრემია მიენიჭებინა ანდჟეი პოჩიბუტისა და მზია ამაღლობელისთვის

პაველ ჰერჩინსკი - მივესალმე იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტმა გადაწყვიტა სახაროვის ყოველწლიური პრემია მიენიჭებინა ანდჟეი პოჩიბუტისა და მზია ამაღლობელისთვის

მივესალმე იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტმა გადაწყვიტა სახაროვის ყოველწლიური პრემია მიენიჭებინა პატიმრობაში მყოფი ორი ჟურნალისტისთვის - ბელარუსი ანდჟეი პოჩიბუტისა და მზია ამაღლობელისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტისთვის ეს ორი ჟურნალისტი ჟურნალისტური თავისუფლებისა და გამბედაობის სიმბოლოა.
„ევროპარლამენტისთვის ეს ორი ჟურნალისტი არის სიმბოლო ჟურნალისტური თავისუფლებისა და გამბედაობისა ხმა აიმაღლონ და გააკრიტიკონ ხელისუფლება და ეს ევროპარლამენტის გადაწყვეტილება იყო“, - აღნიშნა ელჩმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.