ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირი რევოლუციებითა და რეჟიმების ცვლილებებით არ არის დაკავებული

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი რევოლუციებით და რეჟიმების ცვლილებით არ არის დაკავებული.
ელჩის თქმით, ევროკავშირი მუშაობდა, მუშაობს და მომავალშიც იმუშავებს საქართველოს ყველა დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან.
“როგორც ევროკავშირი, ჩვენ რევოლუციებითა და რეჟიმების ცვლილებებით არ ვართ დაკავებული. საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ ყველა მთავრობასთან ვმუშაობდით, ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ ახლანდელ მთავრობასთან და ნებისმიერ მთავრობასთან ვიმუშავებთ, რომელიც 26 ოქტომბრის, იმედია, თავისუფალი და დემოკრატიული, არჩევნების შემდეგ იქნება არჩეული", - აღნიშნა მედიასთან ელჩმა ჰერჩინსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.