პაველ ჰერჩინსკი – გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 26 ოქტომბერს ქართველები სწორ არჩევანს გააკეთებენ და მომავალი ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით მძიმე შრომას განაახლებს

ამ მომენტისთვის, როგორც ლიდერებმა 27 ივნისს გადაწყვიტეს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში, საერთაშორისო კონფერენციის სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ გახსნისას განაცხადა.
„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 26 ოქტომბერს ქართველები სწორ არჩევანს გააკეთებენ და მომავალი ხელისუფლება, ვინც არჩევნებში გაიმარჯვებს, ძალიან სწრაფად მობრუნდება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით მძიმე შრომას განაახლებს. მაგრამ ამ მომენტისთვის, როგორც ლიდერებმა 27 ივნისს გადაწყვიტეს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია და ეს ხდება იმ დროს, როდესაც სხვა კანდიდატი ქვეყნები, დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყანა, ისევე როგორც უკრაინა და მოლდოვა, წინ სწრაფად მიიწევენ. ასე რომ, მთავარი საკითხია, შეუძლია თუ არა საქართველოს ამ დროის დაკარგვა“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების ლიდერ კანდიდატებს დაეწევა.
„დრო გადის და ევროკავშირში გაწევრიანების ლიდერ კანდიდატებსა და საქართველოს შორის დაშორება არ მცირდება, სამწუხაროდ, გაცილებით დიდი ხდება. ერთი მხრივ, ჩვენ მოლდოვასთან და უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გავხსენით, მეორე მხრივ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შევაჩერეთ. იმედი მაქვს მხოლოდ დროებით. მაგრამ ეს სრულიად საქართველოს და ქართველების ხელშია“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა