ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაველ ჰერჩინსკი - გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ასევე საარჩევნო პროცესიც იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ეს არის 9 ნაბიჯიდან ნომერი ორი ნაბიჯი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცადა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გუშინ გადაწყვიტა, მიმართოს ეუთო/ოდირს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის თხოვნით. ჩვენი წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ასევე არიან ეუთოს წევრები, ასევე მხარს დაუჭერენ. ჩვენ, ევროკავშირი, რა საკვირველია, ასევე ვაფინანსებთ სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას აქ საქართველოში, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან არჩევნების მონიტორინგში. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები საქართველოში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება”, - აღნიშნა ელჩმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.