ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ რეკომენდაციების შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პასუხი "არ არის დამაკმაყოფილებელი“

პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ რეკომენდაციების შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პასუხი "არ არის დამაკმაყოფილებელი“

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ რეკომენდაციების შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პასუხი "არ არის დამაკმაყოფილებელი“.
კერძოდ, ელჩის თქმით, ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა განმარტებები წინა ანგარიშთან დაკავშირებით და პასუხიც მიიღო, რომელიც, დამაკმაყოფილებელი არ არის.
„როგორც ყველამ ვიცით, ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა განმარტებები ვიზებთან დაკავშირებული ბოლო ანგარიშიდან რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ. ევროკომისიამ მიიღო პასუხი. როგორც მესმის, ეს პასუხი არ არის დამაკმაყოფილებელი. საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებული ამ პასუხის საფუძველზე, დეკემბერში გამოქვეყნდება ვიზების შეჩერების მექანიზმის ახალი ანგარიში. მას წევრ სახელმწიფოებს გაუზიარებენ და გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები მიიღებენ“, - აღნიშნა ელჩმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.