ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაველ ჰერჩინსკი აქციაზე - თბილისის ქუჩებში დავინახე ევროკავშირის ძალიან ბევრი დროშა - ევროკავშირის ელჩისთვის ეს იყო სიამაყის დღე, ბედნიერების დღე - თქვენი შვილები იმსახურებენ უკეთეს მომავალს!

პაველ ჰერჩინსკი აქციაზე - თბილისის ქუჩებში დავინახე ევროკავშირის ძალიან ბევრი დროშა - ევროკავშირის ელჩისთვის ეს იყო სიამაყის დღე, ბედნიერების დღე - თქვენი შვილები იმსახურებენ უკეთეს მომავალს!

კვირას მე დავინახე თბილისის ქუჩებში ევროკავშირის ძალიან ბევრი დროშა - ევროკავშირის ელჩისთვის ეს იყო სიამაყის დღე, ბედნიერების დღე, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ კვირას გამართულ მარშთან - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი ახალგაზრდები იმსახურებენ, ჰქონდეთ უკეთესი მომავალი და შესაძლებლობები საქართველოში.
„კვირას მე დავინახე თბილისის ქუჩებში ევროკავშირის ძალიან ბევრი დროშა. ევროკავშირის ელჩისთვის ეს იყო სიამაყის დღე, ბედნიერების დღე. დავინახე უამრავი ხალხი, უამრავი ახალგაზრდა. ახალგაზრდები, თქვენი შვილები - ისინი იმსახურებენ უკეთეს მომავალს, ისინი იმსახურებენ, ჰქონდეთ შესაძლებლობები აქ, საქართველოში. მათ არ უნდა ეძიონ უკეთესი ცხოვრება სადმე სხვაგან. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დარჩნენ, იცხოვრონ, იმუშაონ თავიანთ მშვენიერ საქართველოში“, - აღნიშნა ელჩმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.