პაველ ჰერჩინსკი არის ევროკავშირიდან “რევალუციის” მოსახდენად დანიშნული ინსტრუქტორი

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ევროკავშირის ელჩის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის მიერ დეზინფორმაციის გავრცელებას ეხმიანება, თითქოს „საქართველო წყვეტს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს 4 წლით”.
როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, ზემოთ ხსენებული ელჩი არის ევროკავშირიდან რევოლუციის მოსახდენად დანიშნული ინსტრუქტორი და გუშინ დაარიგა მეხუთე კოლონის წარმომადგენლები, როგორ მოახდინონ გადატრიალება 20 იანვრამდე ანუ ტრამპის ინაუგურაციამდე, ვინაიდან იციან, რომ შემდეგ უმძიმეს დღეში ჩავარდებიან.
„დაიწყეს გლობალური ომის პარტიიდან მიღებული ინსტრუქციების მიხედვით მოქმედება.
ეს ელჩი არის ევროკავშირიდან “რევალუციის” მოსახდენად დანიშნული ინსტრუქტორი. გუშინ მეხუთე კოლონის წარმომადგენლები მასთან მივიდნენ. ესაუბრა, დაარიგა. უეჭველია თანხებიც გადასცა და წუხელისვე შეუდგნენ საქმის კეთებას. ჩქარობენ. აქ გადატრიალების მოხდენა უნდათ 20 იანვრამდე ანუ ტრამპის ინაუგურაციამდე. ვინაიდან იციან, რომ შემდეგ უმძიმეს დღეში ჩავარდებიან. ამიტომ ქართველებო ყურადღებით“, – წერს ედიშერ გვენეტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები