პაატა მანჯგალაძის შვილის პასუხი პაპუაშვილს (ვიდეო)

პაატა მანჯგალაძის ოჯახის შალვა პაპუაშვილის პასუხობს – პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის შვილი მას ურჩევს საქმის დეტალებს კარგად გაეცნოს, რადგან მისი თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ საქმის მასალებს არ იცნობს.

ნინი მანჯგალაძე ამბობს, რომ მისი მამის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს და ეს სახალხო დამცველის დასკვნითაც კარგა დასტურდება.

არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მან რამე სახის დანაშაული ჩაიდინა, ეს დასტურდება სახალხო დამცველის დასკვნითაც და იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო ამას გაითვალისწინებს. არ მგონია, რომ ადამიანი, რომელიც ძალადობრივ დამხობას განიზრახავს, ორ არასრულწლოვან შვილთან ერტად დადიოდეს აქციაზე. მგონია, რომ მსგავსი განცხადებები ძალიან არასწორია, რადგან, კონკრეტულად მამაჩემზე ვისაუბრებ ამ შემთხვევაში, ამ ადამიანის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი დადასტურება არ არსებობს იმის, რომ მან რამე სახის დანაშაული ჩაიდინა. როგორც ჩანს, ის კარგად არ იცნობს ამ საქმის მასალებს, კონკრეტულად პაატას შემთხვევას, და ვურჩევდი, უფრო კარგად გაეცნოს ამ საქმის დეტალებს, – ამბობს პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის შვილი. 

ნინი მანჯგალაძის თქმით, მამასთან კომუნიკაცია მხოლოდ ადვოკატის დახმარებით აქვს და მისგან იცის, რომ მამამისი საკმაოდ მხნედაა.

კომუნიკაცია მხოლოდ ადვოკატის დახმარებით გვაქვს შესაძლებელი, როგორც ვიცი, საკმაოდ მხნედ არის. სახალხო დამცველის დასკვნამ, რომელიც წინა კვირას გამოქვეყნდა, იმედის ნაპერწკალი გამიჩინა, რომ რაღაც შესაძლოა, დადებითად გადაწყვეტს, თუ ამ ყველაში სამართლის პატარა მარცვალი მაინც არის დარჩენილი, – ამბობს ნინი მანჯგალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან