პაატა მანჯგალაძე – 4 ოქტომბრის წინ ვხედავთ, როგორ გლეჯენ ერთმანეთს „ქოცები“ კბილებითა და ბრჭყალებით, სკამისა და ნაძარცვი ქონებისთვის – მათ დაიჯერეს დასასრულის მოახლოება, ამიტომ ნუ მოუსმენთ მათ, ვინც ამბობს, რომ ხალხს ცვლილება არ შეუძლია

4 ოქტომბრის წინ ჩვენ ვხედავთ, როგორ გლეჯენ ერთმანეთს „ქოცები“ კბილებითა და ბრჭყალებით, სკამისა და ნაძარცვი ქონებისთვის. მათ დაიჯერეს დასასრულის მოახლოება, ამიტომ ნუ მოუსმენთ იმათ, ვინც ამბობს, რომ ხალხს ცვლილება და გამარჯვება არ შეუძლია,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ გამარჯვება საკუთარი ხელით უნდა შექმნას. „ჩვენ არ უნდა ველოდოთ სხვას, ჩვენი თავისუფლება და ჩვენი გამარჯვება მხოლოდ ჩვენი ხელით უნდა შევქმნათ.
მშვიდობიანი ბრძოლა ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ ჩვენი ვალი და არჩევანია. ისტორია გვასწავლის, ცვლილება მოაქვს იმას, ვინც არ ნებდება და მოქმედებს. არასდროს მოაქვს ცვლილება შეშინებულებს, ჩასაფრებულებს ან გაყიდულებს, მათი ხვედრი და არჩევანი მონობა და სირცხვილია. 4 ოქტომბერს ჩვენ ერთად ვქმნით გამარჯვებას!“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა