ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაატა მანჯგალაძე - ხელისუფლებას უნდა, რომ ის პატარა გოგო-ბიჭები, რომლებიც აქციაზე არიან, გამოაცხადონ მოძალადეებად, როცა თვითონ არიან მოძალადეები

"სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, დაესწრება თუ არა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენას.
მანჯგალაძის თქმით, თუ დღევანდელ აქციაზე სამართალდამცავებმა ისინი დაარბიეს, შესაძლოა, რომ დილით, კანონის განხილვის დროს, ის პარლამენტში ვერ შევიდეს.
„თუ დაგვარბიეს, დავსველდით და გავცივდით, შეიძლება ვერ შევიდეთ. ძალის გამოყენებას არავინ აპირებს. ხელისუფლებას უნდა, რომ ის პატარა გოგო-ბიჭები, რომლებიც აქ არიან, გამოაცხადონ მოძალადეებად, როცა თვითონ არიან მოძალადეები“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.
კითხვაზე, აპირებს თუ არა კანონის განხილვის მესამე მოსმენაზე დასწრებას, მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ჯერ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.