ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაატა მანჯგალაძე - ჩინეთის უარი ქართველი დევნილების დაბრუნებაზე თავის საცხოვრებელ ადგილებში, სინამდვილეში ნიშნავს, რომ ის არც ჩვენს სუვერენიტეტს სცემს პატივს და არც ტერიტორიულ მთლიანობას

ჩინეთის მიერ უარის თქმა ქართველი დევნილების დაბრუნებაზე თავის საცხოვრებელ ადგილებში, სინამდვილეში ნიშნავს, რომ ის არც ჩვენს სუვერენიტეტს სცემს პატივს და არც ტერიტორიულ მთლიანობას,- ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, „არანაირი უსაფრთხოება და სუვერენიტეტის დაცვა არ არსებობს აშშ-ს და ევროპის მხარდაჭერისა და ჩართულობის გარეშე“.
„ნუ ატყუებთ ხალხს! ჩინეთის მიერ უარის თქმა ქართველი დევნილების დაბრუნებაზე თავის საცხოვრებელ ადგილებში, სინამდვილეში ნიშნავს, რომ ის არც ჩვენს სუვერენიტეტს სცემს პატივს და არც ტერიტორიულ მთლიანობას.
ეს არის იმ მავნებლური ანტიქართული, ანტიეროვნული პოლიტიკის პირდაპირი მტკიცებულება, რომელსაც „ქართული ოცნება” ატარებს სინამდვილეში.
არანაირი უსაფრთხოება და სუვერენიტეტის დაცვა არ არსებობს აშშ-ს და ევროპის მხარდაჭერისა და ჩართულობის გარეშე.
კი ევროპას! არა რუსულ რეჟიმს!“, - განაცხადა მანჯგალაძემ, რომლის განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.