პაატა მანჯგალაძე – „ქართულ ოცნებას“ ცრუ სიხარული აქვს, რადგან ირანისა და ვენესუელას ხელისუფლების მეგობარი პოლიტიკური ძალა ვერასდროს იქნება ტრამპისტი

რა თქმა უნდა, პროტესტი უნდა გაგრძელდეს. „ქართულ ოცნებას“ არჩევნები არ მოუგია, მათ უბრალოდ, თავხედურად გამოიცხადეს თავი გამარჯვებულად , – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა
მისი თქმით გამარჯვება იქნება ახლოს, მთავარია, “დავიჯეროთ, რომ მათ არჩევნები არ მოუგიათ”.
“ქართულ ოცნებას” ცრუ სიხარული აქვს, რადგან ირანისა და ვენესუელას ხელისუფლების მეგობარი პოლიტიკური ძალა ვერასდროს იქნება ტრამპისტი.
რაც შეეხება საქართველოს, რა თქმა უნდა, პროტესტი უნდა გაგრძელდეს. “ქართულ ოცნებას” არჩევნები არ მოუგია, მათ უბრალოდ თავხედურად გამოიცხადეს თავი გამარჯვებულად.
ვინც აქციებზე ხალხის რაოდენობაზე წუხს, ამ ადამიანებს ვურჩევ, გამოვიდნენ და უფრო მეტნი ვიქნებით. აქ არ წყდება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი, აქ წყდება საქართველოს მომავალი.
გამარჯვება იქნება ახლოს, მთავარია, დავიჯეროთ, რომ მათ არჩევნები არ მოუგიათ” , – განაცხადა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ძლიერი საქართველო“ – ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა იცავდა საკუთარ ლეგიტიმურ, სახელმწიფო ინტერესებს – ივანიშვილის რეჟიმის განცხადებები აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს და იზოლაციისკენ უბიძგებს ქვეყანას