პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ – სიგიჟის ზღვარზე ხართ, არცერთი არ ეკუთვნით თქვენს თავს, ცოტა წინ ან უკან გაიხედეთ, ძალიან მძიმედ ამთავრებენ ყველაფერში მართალი და ყველასთან მებრძოლი რეჟიმები

სიგიჟის ზღვარზე ხართ, არცერთი არ ეკუთვნით თქვენს თავს, ცოტა წინ ან უკან გაიხედეთ, ძალიან მძიმედ ამთავრებენ ყველაფერში მართალი და ყველასთან მებრძოლი რეჟიმები,- ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ “ქართულ ოცნებას“.
როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მიხედვით, ყველაფერი კარგად არის და ისინი ყველაფერში მართლები არიან.
„ვუსმენ „ქოც“ პროპაგანდას, სრულ აბსურდში არიან. მათი თქმით, ევროკავშირი და მისი ყველა წევრი ქვეყანა დამნაშავეა.
აშშ და მისი მოკავშირეები დამნაშავეები არიან, ტრამპთან ერთად, სენატიან-კონგრესიანად. გაერო, ნატო, ეუთო და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, დამნაშავეა.
ქვეყნის შიგნით? მემარჯვენე, მემარცხენე, ლიბერალი, კონსერვატორი, ღარიბი, მდიდარი ყველა დამნაშავეა!
კორუფცია ყვავის, ნარკომაფია ყვავის, ხალხი გარბის, ქვეყანა იცლება…
პროპაგანდის მიხედვით, ყველაფერი კარგად არის და აქაც მართლები „ქოცები“ არიან.
სინამდვილეში, სიგიჟის ზღვარზე ხართ, არცერთი არ ეკუთვნით თქვენს თავს, ცოტა წინ ან უკან გაიხედეთ, ძალიან მძიმედ ამთავრებენ ყველაფერში მართალი და ყველასთან მებრძოლი რეჟიმები”,- აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს