პაატა მანჯგალაძე – უღირსი ფულის მონები ხართ, მალე დასრულდებით – ნიღბები ვერ დაგიცავთ!

სიცივით შეწუხებულ, უძილო, წვიმაში და ყინვაში ღამენათევ, მრავალჯერ მხუთავი აირით მოგუდულ მოქალაქეებს, ბავშვებს, ქალებს საკუთარ სარდაფებამდე რომ მისდევ, არბევ და უსწორდები, რისი ქართველი ხარ? – ასე მიმართა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ სამართალდამცავებს.
მისი თქმით, ისინი „უღირსი ფულის მონები არიან“.
„სიცივით შეწუხებულ, უძილო, წვიმაში და ყინვაში ღამენათევ, მრავალჯერ მხუთავი აირით მოგუდულ მოქალაქეებს, ბავშვებს, ქალებს საკუთარ სარდაფებამდე რომ მისდევ, არბევ და უსწორდები, რისი ქართველი ხარ? ან რომელი სამართლის დამცველი ხარ? ან ვინც ამ მანიაკის დავალებებს ასრულებთ, რუსები ხართ აბა, ვინ ხართ?
დილით მისულები რას ეუბნებით თქვენს ოჯახებს? ვინ და რა დაიცავით? რომელი წესრიგი აღადგინეთ თქვენი შვილებისტოლა გოგო-ბიჭების გადათელვით? უღირსი ფულის მონები ხართ, მალე დასრულდებით. ნიღბები ვერ დაგიცავთ! “ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)

თეონა ბაღდავაძე: პირველ რიგში ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ასეთი ემოციური ვიდეოსთვის, უბრალოდ არ შემიძლია ნიკუშა კაპანაძის ნაძირალა დედას რომელიც ცდილობს სიტუაციიდან დაძვრომას გულგრილად ვუყურო