– „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიზანია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი მიზიდულობის ცენტრი – 8 ივლისს გაიგებთ ყველაფერს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ მიზანი არის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი მიზიდულობის ცენტრი – აუცილებლად იქნება ერთიანობა, ჩვენს გარდა იქნება სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ერთიანობასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დეტალები 8 ივლისს გახდება ცნობილი.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი და ძლიერი ოპოზიციური პარტია. ჩვენი, „სტრატეგია აღმაშენებლის” მიზანი არის, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი მიზიდულობის ცენტრი, ანუ, გრავიტაციის ცენტრი. პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. 8 ივლისს გაიგებთ ყველაფერს. “ნაციონალური მოძრაობა” და “სტრატეგია აღმაშენებელი” მარტო არ იქნება ერთად, იქნება ბევრი საინტერესო ადამიანი, მათ შორის, ბევრი საინტერესო პოლიტიკური ჯგუფი, ეს შემიძლია გითხრათ. “ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” გარდა, იქნება სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც” – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე: საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოებს მოიცავს

ადვოკატი: ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა. ეს არა არის ​განზრახი დანაშაული. მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე… ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი