ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაატა მანჯგალაძე - სასწრაფოდ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ამის გარეშე ერთიანობა დარჩება ლოზუნგად და არა ძალად

პაატა მანჯგალაძე - სასწრაფოდ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ამის გარეშე ერთიანობა დარჩება ლოზუნგად და არა ძალად

რეჟიმისთვის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იქნებოდა, ჩვენ რომ ნამდვილად ერთიანები ვიყოთ და მთელ ენერგიას დაპირისპირებაზე არ ვხარჯავდეთ - ამიტომ სასწრაფოდ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ამის გარეშე ერთიანობა დარჩება ლოზუნგად და არა ძალად, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციამ აჩვენა, რომ ერთიანობას, საერთო ძალისხმევას ალტერნატივა არ აქვს.
„ამაზე უნდა ვიმუშაოთ ახლა - ყველა უნდა იყოს ჩართული საერთო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ჰქონდეს საკუთარი ადგილი და წილი. ეს არ გულისხმობს რომელიმე პარტიის დათმობას, პირიქით - თითოეულ ხმას ექნება მნიშვნელოვანი წონა და პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებებზე, რაც შემდგომში მინიმუმამდე დაიყვანს დაქსაქსულობასა და შიდა დაპირისპირებას ოპოზიციურ ფლანგზე“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.