ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაატა მანჯგალაძე - საპატიო და სიმბოლურ თავმჯდომარეს სახელმწიფოს მეთაურის დანიშვნის უფლება რომ აქვს, ნამდვილი თავმჯდომარე რას აკეთებს?! ეს ხომ არაფორმალური მმართველობაა?!

ზარქუამ თქვა, კაცისთვის რაღაც ფუნქცია ხომ უნდა მიგვეცაო, ზარქუას მისაცემი რა ჰქონდა ივანიშვილს?! - საპატიო და სიმბოლურ თავმჯდომარეს სახელმწიფოს მეთაურის დანიშვნის უფლება რომ აქვს, ნამდვილი თავმჯდომარე რას აკეთებს?! ეს ხომ არაფორმალური მმართველობაა?! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძე დანიის ელჩის ოპ-ედს გამოეხმაურა, რომელიც ივანიშვილს არაფორმალურ მმართველს უწოდებს.
„ის, რომ ივანიშვილმა რუსეთში დააგროვა ფული და ის, რომ ოლიგარქია, ესაა საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტება, მე ვერ ხვდები, რაზე სთხოვენ პასუხს ამ ადამიანს?! ივანიშვილი ოლიგარქია და ოლიგარქი ნიშნავს არა კულუარებში მყოფ ადამიანს, არამედ ფინანსური რესურსით ძალაუფლებაზე, ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენას, ხელისუფლების არალეგიტიმურად ფლობას. ის, რომ თითქოს გამოვიდა ბუნაგიდან და ნახევრად ლეგიტიმური თანამდებობა მიიღო, ეს ვერ უშველის, ოლიგარქი დარჩა ოლიგარქად,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.