– სანქციები საქართველოს არ უნდა დაუწესდეს – სანქცია უნდა დაუწესდეს პერსონალურად „ქართული ოცნების“ იმ ლიდერებს, ვინც ანტიქართულ ქმედებაში, შეთქმულებაში მონაწილეობს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ

სანქციები საქართველოს არ უნდა დაუწესდეს – სანქცია უნდა დაუწესდეს პერსონალურად “ქართული ოცნების” იმ ლიდერებს, ვინც ამ ანტიქართულ ქმედებაში, შეთქმულებაში მონაწილეობს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ შესაძლო სანქციებზე საუბრისას განაცხადა.
მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს ინტერესების ღალატი იმაში მდგომარეობს, რომ როცა საქართველო მივიდა ნანატრ ევროპამდე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ჩადგა.
“სანქციები საქართველოს არ უნდა დაუწესდეს. სანქცია უნდა დაუწესდეს პერსონალურად “ქართული ოცნების” იმ ლიდერებს, ვინც ამ ანტიქართულ ქმედებაში, შეთქმულებაში მონაწილეობს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.
საქართველოს ინტერესების ღალატი იმაში მდგომარეობს, რომ როცა საქართველო მივიდა ნანატრ ევროპამდე, ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და ევროკავშირის წევრია საქართველო, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ჩადგა. უამრავი კითხვა იყო, რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი – ხომ ვნახეთ რატომაც დაბრუნდა? – მას არ უნდოდა საქართველო ევროპაში. მას არ უნდა ძლიერი და განვითარებული საქართველო. მას არ უნდა დასაქმებული მოქალაქეები, მას უნდა ქართველები საქართველოს გარეშე”, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩემი ათი წლის შვილიშვილი, ანკა, გუნდში მღეროდა და მათი გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით, ძლიერი ხმით ეცემა. სამი წუთის განმავლობაში ბავშვი უყურადღებოდ იწვა იატაკზე” (ვიდეო)

გიგა ბოკერია: „ფედერალისტები“ და „ოპოზიციის ალიანსი“ აუცილებლად ვთვლით, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ თუ რამხელა ნაღმს გვიდებს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენივე ქვეყნის შიგნით, ირანის რეჟიმის ქსელის გავრცელებით (ვიდეო)