ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაატა მანჯგალაძე - რეჟიმს მორალური უფლება არ აქვს, ილაპარაკოს რამის და ვინმეს დაცვაზე, როცა რეალურად მათი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე არის მეტი დაუცველობა, სიღარიბე და ხალხის ძარცვა

პაატა მანჯგალაძე - რეჟიმს მორალური უფლება არ აქვს, ილაპარაკოს რამის და ვინმეს დაცვაზე, როცა რეალურად მათი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე არის მეტი დაუცველობა, სიღარიბე და ხალხის ძარცვა

რეჟიმს არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ილაპარაკოს რამის და ვინმეს დაცვაზე, როცა რეალურად მათი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე არის მეტი დაუცველობა, მეტი სიღარიბე და ხალხის მეტი ძარცვა ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „რეჟიმის პოლიტიკით მილიონზე მეტმა ქართველმა დატოვა ქვეყანა“.
"რეჟიმს, რომლის პოლიტიკით მილიონზე მეტმა ქართველმა დატოვა ქვეყანა, რომლის პირობებში დედები ტოვებენ შვილებს და მიდიან ემიგრაციაში, რომლის პირობებშიც საქართველოში ყოველდღე უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება – არანაირი მორალური უფლება არ აქვთ ილაპარაკონ რამის და ვინმეს დაცვაზე. რეალურად, მათი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე არის მეტი დაუცველობა, მეტი სიღარიბე და ხალხის მეტი ძარცვა", - აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.