ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაატა მანჯგალაძე - რა პოლიტიკური და მორალური უფლება აქვს ნამდვილი მტრის, გავრილოვის საქართველოში ჩამომყვანს, ჩვენი მტრისთვის ელარჯის მწელავს, ლავროვის ოჯახის წევრებისთვის თაფლობის თვის მომწყობს ჩვენს პარტნიორებზე ამ ტონით საუბრობდეს?

რა პოლიტიკური და მორალური უფლება აქვს ნამდვილი მტრის, გავრილოვის საქართველოში ჩამომყვანს ჩვენს პარტნიორებზე ამ ტონით საუბრობდეს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ საქართველოში მყოფი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მანჯგალაძის თქმით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის დღევანდელი განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ ის ევროპელების იმ განცხადებებმა გააღიზიანა, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ თბილისი ევროპის დედაქალაქია.
„კალაძის განცხადება, რომ ევროპელ მინისტრებს პანღურით გაყრიდა, პირველ რიგში არის აღიარებითი ჩვენება იმის, რომ ის ნამდვილად გაღიზიანდა ჩვენი პარტნიორების ნათქვამით, რომ თბილისი არის და იქნება ევროპის დედაქალაქი.
და მეორე, რა პოლიტიკური და მორალური უფლება აქვს ნამდვილი მტრის, გავრილოვის საქართველოში ჩამომყვანს, ჩვენი მტრისთვის ელარჯის მწელავს, ლავროვის ოჯახის წევრებისთვის თაფლობის თვის მომწყობს ჩვენს პარტნიორებზე ამ ტონით საუბრობდეს?" - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.